logo
ENG



ლავროვი: შეუძლებელია იმის დამტკიცება, რომ ლუკაშენკომ არჩევნებზე არ გაიმარჯვა 

23 აგვ 202019:11
3 წუთის საკითხავი
 
5d1xrm1q3tzold0.jpg

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, შეუძლებელია იმის დამტკიცება, რომ ალექსანდრ ლუკაშენკომ ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნები წააგო, იმის გათვალისწინებით, რომ არჩევნებს, საერთაშორისო დამკვირვებლები არ ესწრებოდნენ. რუსი დიპლომატის ამ განცხადებას Interfax-ი ავრცელებს. 

მისივე თქმით, ოფიციალური მოსკოვი გამოდის მოწოდებით, რომ ბელარუსში ფართო ეროვნული განხილვები დაიწყოს.  

"აი იმ დამკვირვებლების არყოფნის პირობებში, რომლებსაც დასავლეთი დამოუკიდებელ დამკვირვებლებად მიიჩნევს, ძალიან რთულია ვინმე დაარწმუნო, რომ არჩევნების შედეგები გაცხადებული შედეგებისგან განსხვავდება. იმის დამტკიცება, რომ ლუკაშენკომ არჩევნებზე წააგო, იმის ფონზე, რომ დამკვირვებლებმა მოწვევაზე უარი თქვეს, შეუძლებელია. მიმაჩნია, რომ ეს [არჩევნებზე არდასწრება], დიდი შეცდომა იყო", - განაცხადა რუსეთის საგარეო მინისტრმა.  


close დახურვა